12 მაისი ღრძილების ჯანმრთელობის დღეა

🌏 1️⃣2️⃣ მაისს მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ “ღრძილების ჯანმრთელობის დღეს”, რომელიც ევროპის პაროდონტოლოგიის ფედერაციის მიერ არის ინიცირებული და მიზნად ისახავს ადამიანებში ღრძილების დაავადების მიმართ ცნობიერების გაზრდას, ინფორმირებას იმის შესახებ, თუ რამდენად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს პაროდორტის დაავადება და რა ნეგატიურ შედეგებს იწვევს ორგანიზმის ზოგადი ჯანმრთელობის კუთხით.
⏺ აღსანიშნავია, რომ ღრძლების დაავადება მოიხსენიება, როგორც “ჩუმი ეპიდემია”, რომელიც 35 წლის ზემოთ ასაკში 10-დან 8 პიროვნებას აწუხებს.

ჩვენის მხრივ გვინდა გაგიზიაროთ რამოდენიმე მოკლე მნიშვნელოვანი შეხსენება პაროდონტის დაავადების შესახებ:
🔻 ღრძილების დაავადება ძირითადად ტკივილის გარეშე მიმდინარეობს, რის გამოც ხშირად შეუმჩნეველი რჩება.
🔻 ღრძილებიდან სისხლდენა ნორმალური არ არის და პაროდონტის დაავადების ადრეული ნიშანია.
🔻 კბილების მორყევა ზრდასრულ ასაკში ტრავმის გარეშე თითქმის ყოველთვის პროგრესირებად პაროდონტის დაავადებაზე მიუთითებს.
🔻 არასათანადო ჰიგიენა წარმოადგენს პაროდონტის დაავადების მთავარ მიზეზს და არა მისი გადადება დაავადებული პირისგან. პათოგენული მიკრობების მოხვედრა პირის ღრუში არ არის საკმარისი დაავადების განვითარებისთვის.
🔻 პაროდონტის დაავადებისგან განკურნება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად პაციენტი მთელი ცხოვრება მიჰყვება მისთვის შერჩეულ ჰიგიენურ რეჟიმს.