30.06.2018

30 ივნისს სასტუმრო იოტაში ჩატარდა ალბიუსის პერიოკლუბის მორიგი შეხვედრა.

ეს შეხვედრა ძალიან სასიხარულო იყო განსაკუთრებით ჩვენი კლუბის ახალი წევრებისათვის. გაწევრიანების ცერემონიალი აღმოჩნდა ძალიან ემოციური და საპასუხისმგებლო. თითოეულს მოუწევს იმ ფიცის შესრულება რაც ცერემონიალის დროს წარმოთქვეს.

მადლობა ჩვენს სპონსორებს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისათვის! Gea, profbeauty.ge , Beauty Secrets Georgia

შეხვედრაზე ასევე მოხდა პაროდონტისა და პერი-იმპლანტური დაავადებებისა და მდგომარეობების ახალი კლასიფიკაციის წარდგენა და განხილვა.

დაიწყო დიდი ცვლილებების ხანა პაროდონტოლოგიაში! ჩვენი კლუბის პაროდონტოლოგები მზად არიან ამ გამოწვევებისათვის და გვჯერა, რომ ჩვენი ყოველდღიური განათლებითა და პროფესიული ზრდით საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ მკურნალობას ვთავაზობდით და მომავალშიც შევთავაზებთ ჩვენს პაციენტებს.

წარმატებები ყველა ჩვენთაგანს ამ რთული მაგრამ ძალიან საამაყო გზის გავლაში!!!