4.10.2018

ალბიუსის პერიოსკოლის კლუბის მორიგი შეხვედრა შედგა. კლუბის შეხვედრა საინტერესო და თან სახალისოც გამოდგა:

🛑კიდევ 6 ახალი წევრი შემოემატა ჩვენს კლუბს. გვინდა სიამაყით ავღნიშნოთ, რომ მათ შორის ერთი მამაკაცია – ბატონი ეგნატე გიორგაძე. ახალმა წევრებმა ფიცი დადეს სპეციალურად კლუბისთვის დამზადებულ მოოქროვილ პაროდონტოლოგიურ რუკაზე და ყველას წინაშე წარმოთქვეს ფიცი.

🛑მადლობის სიგელები გადაეცათ კლუბის სპონსორებს (GEA, Power and Beauty, Beauty Secrets Georgia) ჩვენი კლუბის თანადგომისათვის.
🛑მოხდა კლუბის ახალი ხელმძღვანელის (ლანდა ლურსმანაშვილი) და მისი მოადგილის (ნინიკო ევგენიძე) არჩევა. ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ მათ.
და ბოლოს დრო დაეთმო პაროდონტის დაავადებათა ახალი კლასიფიკაციის განხილვას, რასთან დაკავშრებითაც ჩანიშნულია კიდევ სხვა შეხვედრებიც, რადგან მოხდეს კლასიფიკაციის ყველა დეტალის განხილვა.