ელექტრო სიგარეტების მავნე ზეგავლენა
ელექტრო-სიგარეტებისა და ვეიპების მავნე ეფექტს პირის ღრუში მათი
ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი — პროპილენგლიკოლი განაპირობებს.
ეს ნივთიერება გამოიყენება პოლიმერულ და საკვებ-გადამამუშავებელ წარმოებაში. მას მრავალი საკვები პროდუქტი შეიცავს — ტკბილეული, ნაყინი, დამატკბობლები…
აღსანიშნავია, რომ პროპილენგლიკოლი გამოიყენება საინჰალაციო საშუალებებში, როგორც მთავარი ინგრედიენტის გადამტანი საშუალება. იგივე პრინციპი მოქმედებს ნიკოტინის შემთხვევაში. ამიტომ იგი ვეიპების სითხის ერთერთი ძირითადი ინგრედიენტია. პირის ღრუში წვისას იგი იშლება და გამოყოფს ძმრის ალდეჰიდს, რძემჟავას და პროპიონალდეჰიდს, რომელიც ყველა ტოქსიკურია მინანქრისა და პირის ღრუს რბილი ქსოვილების მიმართ. ამასთან ერთად, პროპილენგლიკოლი ჰიგროსკოპული ნივთიერებაა ანუ ნერწყვიდან და ლორწოვანი გარსიდან იერთებს წყალს და მის გაუწყლოებას იწვევს. პირის ღრუს სიმშრალე ანუ ქსეროსტომია ხშირი მდგომარეობაა ელექტროსიგარეტებისა და ვეიპების მოხმარებისას და ცნობილი “დამნაშავეა” კარიესების, ღრძილების დაავადებისა და პირის ღრუს სხვა ნეგატიური ცვლილებების განვითარებაში.