რა განაპირობებს ღიმილის ესთეტიკას?

🔰 ღიმილის ესთეტიკას კბილებისა და ტუჩების გარდა ღრძილებიც განაპირობებს. გარდა იმისა, რომ ფარავს ძვალს კბილების ირგვლივ და ასრულებს ბარიერის როლს ბაქტერიების წინააღმდეგ, ღრძილები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ღიმილის ხარისხს.

👄 ღრძილის კონტური ღიმილის სიმეტრიულობის მთავარი მახასიათებელია, რომელიც მის ჰარმონიულობას განაპირობებს. ის უბანი, სადაც ღრძილის კონტური არათანაბარია, ყოველთვის იქცევს ყურადღებას ღიმილის აღქმისას. გარდა ამისა, ღრძილის კონტურის დაბალი ან მაღალი მდებარეობა კბილებს ვიზუალურად აგრძელებს ან ამოკლებს, რაც ასევე ესთეტიკურად არასასიამოვნო ეფექტს ქმნის ღიმილის დროს.
☝️ ზემოთ აღნიშნული ფაქტორები სრულიად თავისუფლად შეიძლება არსებობდეს ჯანმრთელი ღრძილის შემთხვევაში. როცა საქმე გვაქვს პაროდონტის დაავადებასთან, სხვა სახის ესთეტიკური პრობლემები იჩენს თავს, ისეთი, როგორიცაა ღრძილების შეშუპება და უჩვეულო შეფერილობა, რაც ღიმილის ჰარმონიულობას არღვევს. ისევე, როგორც “შავი სამკუთხედების” და ღრძილის რეცესიის პრობლემა, რაც კბილის ირგვლივი ძვლისა და ღრძილის ქსოვილის მოცულობის შემცირებასთან ასოცირდება.