ღრძილის ანთების ნიშნები
როგორც უკვე ბევრჯერ აღვნიშნეთ, პაროდონტიტი ყოველთვის იწყება ღრძილების ანთებით, რომელსაც გინგივიტი ეწოდება.
ეს ეტაპი ხშირად შეუმჩნეველი რჩება, თუმცა არსებობს ნიშნები, რომლის ცოდნაც აუცილებელია და რომელიც ჩვენი ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს. პირველი, ეს არის ღრძილებიდან სისხლდენის გაჩენა.
ღრძილების სიწითლე და შეშუპებაც ასევე გინგივიტისთვის დამახასიათებელი ნიშნებია. გარდა ამისა, შეიძლება შენიშნოთ ბაცი თეთრი ფერის შრე კბილების ყელთან, რაც კბილის ნადებს წარმოადგენს.
თუკი არ მოხდება გინგივიტის მკურნალობა, იგი პროგრესირებს და პაროდონტიტში გადაიზრდება. ამასთან ერთად ჩნდება ახალი ნიშნებიც:
სისხლდენა იმატეს და იწყება კბილების გახეხვისას და ჭამის დროსაც, შესაძლოა სპონტანურადაც კი.
ჩნდება უსიამოვნო სუნი პირის ღრუში. ხშირად ადგილი აქვს ღრძილების განლევას ანუ რეცესიას, რის გამოც კბილის გვირგვინები ვიზუალურად უფრო გრძელი ჩანს.
აღსანიშნავია, რომ სისხლდენა შესაძლოა ნაკლები იყოს მწეველებში, რადგან ნიკოტინის ეფექტის გამო სისხლძარღვთა კაპილარები შევიწროებულია. ასეთი სახით დაავადება ხშირად შენიღბულია და მისი დიაგნოსტირება საკმაოდ დიდ ასაკში (40-50 წელი) ხდება. ამ დროისთვის მიყენებული ზიანი უკვე საკმაოდ დიდია.
თუმცაღა, სტომატოლოგისთვის პაროდონტის დაავადების ადრეული ნიშნების შემჩნევა ძალიან ადვილია გეგმიური დათვალიერების დროს, რეგულარული ვიზიტების კიდევ ერთ უპირატესობას წარმაოდგენს.
სურათზე: პაროდონტის დაავადება დაწყებით სტადიაზე.