რა არის მემბრანა?
რა არის მემბრანა და რატომ გამოიყენება პერიოქირურგიაში? ზოგადად პაროდონტოლოგიური მკურნალობის მიზანი არის დაკარგული მიმაგრების აღდგენა, რაც თავის მხრივ მოიაზრებს პაროდონტის ყველა ქსოვილის აღდგენას კბილის ირგვლივ ძვალი, პერიოდონტის იოგი, შემაერთებელი ქსოვილი და ეპითელიუმი. მაგრამ ამ 4 ქსოვილიდან ეპითელური ქსოვილი ყველაზე სწრაფად მრავლდება და ჩაიზრდება პაროდონტულ ჯიბეში, რის გამოც ხელს უშლის პერიოდონტის მიმაგრებას კბილის ფესვზე. შედეგად მიიღება არა პაროდონტის ჭეშმარიტი, ბუნებრივი სტრუქტურა, არამედ გრძელი ეპითელური მიმაგრება.
სწორედ იმ მიზნით, რომ შევაკავოთ ეპითელური უჯრედები და მივცეთ დრო შემაერთებელქსოვილოვან უჯერედნეს მოასწრონ ფესვის ზედაპირზე მიმაგრება, პაროდონტოლოგიაში გამოიყენება მემბრანები. გარდა ბიოლოგიური ბარიერისა, მემბრანა ფიზიკური ბარიერის როლსაც ასრულებს და იცავს პეროდონტოლოგიური ქირურგიის დროს გამოყენებულ ძვლოვან გრაფტს ან სისხლის კოლტს დაზიანებისგან.
არსებობს გაწოვადი მემბრანები, რომელიც ბუნებრივი ქსოვილისგან (მაგ. პერიკარდიუმი) მზადდება. ასევე არა-გაწოვადი, რომელიც ინერტული, ბიოშეთავსებადი მასალისგან (მაგ. PTFE) არის დამზადებული და მათ ამოღება აუცილებელია რეგენერაციის დასრულების შემდეგ განმეორებითი ქირურგიის გზით.