პაროდონტოლოგიური ქირურგია
დღეს წარმატებული პაროდონტოლოგიური მკურნალობისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ქირურგიული თუ არაქირურგიული მეთოდი. ყველა მათგანს საერთო მიზანი აქვს – ინფექციისა და ანთებითი პროცესის კონტროლი და პაროდონტული ჯიბეების შემცირება.
პაროდონტოლოგიური ქირურგია კვლავ რჩება პაროდონტის დაავადების მკურნალობის ქვაკუთხედად, კერძოდ კი — ძვლოვანი რეზექციული ქირურგია. მისი მიზანია ძვლოვანი ქსოვილის “ჯანმრთელი არქიტექტურის” აღდგენა.
რა იგულისხმება “ჯანმრთელ არქიტექტურაში”? ფიზიოლოგიურად ძვლოვანი ქსოვილი, რომლშიც კბილებია მოთავსებული, სადა და ერთგვაროვანია, და მჭიდროდ ეკვრის კბილის ფესვს. პაროდონტის დაავადების დროს, როდესაც პაროდონტული ჯიბეები ჩნდება, ძვლის ფორმა ანუ არქიტექტურა იცვლება. ჩნდება ჩაღრმავებები, კრატერები, რომელიც ხელს უწყობს ნადების დაგროვებას, რადგან ამ სივრცეების ჰიგიენა პრობლემატურია. ნადების არსებობის პირობებში კი პაროდონტის ანთებითი პროცესის ელიმინაცია შეუძლებელია. რეზექციული ძვლოვანი ქირურგიის საშუალებით ხდება ძვლის ზედაპირის გასადავება, ბასრი კიდეების მოკვეთა და მისი ფორმის ბუნებრივთან მაქსიმალური მიახლოება.
ძვლის ასეთი ფორმა აადვილებს ჰიგიენას და პაროდონტის დაავადების კონტროლს. ამიტომ მას “ჯანმრთელ არქიტექტურას” ვუწოდებთ.