ქსილიტოლის შემცველი საღეჭი რეზინები?
ყველას გაგვიგია ქსილიტოლი, უმეტესად სხვადასხვა ბრენდის უშაქრო საღეჭი რეზინის რეკლამებიდან. იგი არამარტო შაქრის შემცვლელი დამატკბობელია, არამედ ის პროდუქტია, რომელსაც სტომატოლოგები ურჩევენ სწორედ მისი უნარის გამო პოზიტიური გავლენა მოახდინოს პირის ღრუს ჯანმრთელობაზე.
ერთერთი გზა შევინარჩუნოთ ჯანსაღი პირის ღრუს არის ის, რომ შევამციროთ პათგენური ბაქტერიების რაოდენობა პირის ღრუში. ქსილიტოლი 2 გზით მოქმედებს პირის ღრუზე. პირველი დღის განმავლობაში გამოყენებისას ხელს უწყობს ნეიტრალური pH ბალანსის შენარჩუნებას. ეს ნიშნავს, რომ კბილები ნაკლებად ზიანდება ბაქტერიების მიერ წარმოქმნილი მჟავებისგან. მეორე — ხელს უშლის ბაქტერიების მიმაგრებას კბილის მინანქარზე და შესაბამისად მათი კოლონიების წარმოქმნას. საერთო ჯამში ეს ორივე ფაქტორი პირის ღრუს აქცევს არასასურველ გარემოდ ბაქტერიების გამრავლებისთვის და შესაბამისად ამცირებს კარიესისა და ღრძილების დაავადების განვითარების რისკს.
ქსილიტოლი მცენარეული პროდუქტია. მას შეიცავს სხვადასხვა კენკრეული, მაგრამ იმდენად მცირე რაოდენობით, რომ მისი ბუნებრივი სახით მიღება არაეფექტურია.
მიუხედავად იმისა, რომ ქსილიტოლის შემცველი პროდუქტები კბილის ჯაგრისსა და ფლოსს არ ცვლის, მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ ჯანსაღი ღიმილის შენარჩუნებაში.