რა უნდა გავითვალისწინოთ ორთოდონტიული მკურნალობის დაწყებამდე?
ორთონდონტიული მკურნალობის ჩატარების წინაპირობას წარმოადგენს ჯანმრთელი პაროდონტის ქსოვილები. პაროდონტის დაავადების არსებობა ართულებს ორთოდონტიული მკურნალობის პროცესს, რაც მკურნალობის ეფექტურობაზეც აისახება. შესაბამისად, ასეთი კომპლექსური შემთხვევების სამკურნალოდ აუცილებელია მულტიდისციპლინური მიდგომა — სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების ერთობლივი მუშაობა სასურველი შედეგის მისაღებად.
🔰 ორთოდონტიისწინა პაროდონტოლოგიური მკურნალობა პირველ რიგში მოიცავს გამომწვევი (ეტიოლოგიური) ფაქტორების მოშორებას — ნადები და ქვები, ოკლუზიური ტრავმა. პარალელურად აუცილებლად უნდა მოხდეს პაციენტის ინფორმირება პირის ღრუს ჰიგიენის აუცილებლობაზე პაროდონტის დაავადების პროგრესირების თავიდან ასაცილებლად ორთოდონტიული მკურნალობის პერიოდში და უნდა ჩაუტარდეს სწორი ინდივიდუალური ჰიგიენის ინსტრუქტაჟი.
🗓 ჩატარებული მკურნალობის შედეგად პაროდონტის ქსოვილების სტაბილური მდგომარეობა უნდა შენარჩუნდეს 3 თვის განმავლობაში მაინც, რომ დავრწმუნდეთ პაროდონტის დაავადების ნიშნების არარსებობაში. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია ორთოდონტიული მკურნალობის დაწყება.