შაქრის შემცველი პროდუქტები კავშირი პაროდონტიტთან
შაქრის შემცველი საკვები პროდუქტებისა და სასმელების დიდი რაოდენობით გამოყენება ხელს უწყობს ღრძილების დაავადებისა და კარიესის განვითარებას. თუმცა ეს თავად შაქრის კი არა, იმ ბაქტერიების “დამსახურებაა”, რომელიც ამ პროდუქტებით იკვებებიან.
პირის ღრუში უამრავი ბაქტერიაა და საბედნიეროდ მათი უმრავლესობა უვნებელია. თუმცა მათ შორის არის 2 სახეობა, რომლისაც ყველაზე მეტად გვეშინია — streptococcus mutans და porphyromonas gingivalis. ორივე მათგანი სახამებლითა და შაქრით იკვებება და მრავლდება. სწორედ ამ პროცესში გამოყოფილი მჟავა-პროდუქტები არის ის, რაც აზიანებს კბილებსა და ღრძილებს.
კერძოდ, porphyromonas gingivalis დაკავშირებულია პაროდონტის დაავადებასთან, რომელიც კბილების დაკარგვას იწვევს. ამ ბაქტერიას აქვს უნარი დააზიანოს პერიოდონტის (კბილის ირგვლივი იოგი) ღეროვანი უჯრედები, რის გამოც მისი რეგენერაციისა და ანთების მიმართ წინააღმდეგობის უნარი სუსტდება. გარდა ამისა, სისხლძარღვების გზით ამ ბაქტერიის მოხვედრა ორგანიზმის სხვა ქსოვილებში ზოგადი ჯანმთელობის სხვა პრობლემებს იწვევს. როგორც ვიცით, პაროდონტის დაავადებასთან ასოცირდება რევმატოიდული ართრიტი, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადება.