კალციუმის არხების ბლოკატორების გავლენა პირის ღრუზე

💊 თუ არტერიული წნევის მარეგულირებელ პრეპარატს იღებთ, მისი გვერდითი ეფექტები შესაძლოა თქვენთვის ნაცნობია. ისეთი, როგორიცაა თავბრუსხვევა, გულისრევა, მაგრამ ასეთმა პრეპარატებმა პრობლემა პირის ღრუშიც შეიძლება გამოიწვიონ. ეს ეფექტი განსაკუთრებით ახასითებს ერთ ჯგუფს — კალციუმის არხების ბლოკატორებს. ისინი წნევას არეგულირებენ სისხლძარღვების გაფართოების ხარჯზე, რაც გულზე დატვირთვის შემცირებას უწყობს ხელს.

დაწვრილებით

რა იწვევს პერიიმპლანტიტს?

⚖️ იმპლანტოლოგი, რომელსაც პაროდონტის დაავადების მქონე პაციენტი მიმართავს იმპლანტაციისთვის, საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე დგება. ფინანსურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას შეიძლება ჰქონდეს არასასურველი შედეგები იმპლანტაციის წარმატების თვალსაზრისით. მრავალრიცხოვანმა კვლევებმა აჩვენა, რომ მიკროფლორას შემადგენლობა როგორც პაროდონტიტის, ასევე პერიიმპლანტიტის დროს ერთნაირია.
🦠 გარდა ამისა, ისიც ცნობილია, რომ ბაქტერიებს შეუძლიათ პაროდონტიტით დაავადებული კბილიდან იმავე პირის ღრუში მოთავსებულ იმპლანტზე ღრძილქვეშა კოლონიზაცია მოახდინოს ორი კვირის განმავლობაში. მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების თანახმად პაროდონტოლოგიური თერაპია უნდა ჩატარდეს იმპლანტაციამდე, რათა შემცირდეს ბაქტერიული დატვირთვა, რომელსაც შეუძლია დააინფიციროს იმპლანტები და გამოიწვიოს პერიიმპლანტიტი.
⚠️ სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ უკბილო პაციენტებშიც კი, პაროდონტიტის გამომწვევი ბაქტერიები შეიძლება დარჩეს ისეთ კერებში, როგორიცაა ლორწოვანი გარსები, ნერწყვი და ხახის ლორწოვანი გარსი. ამ ბაქტერიებს შეუძლიათ იმპლანტების დაინფიცირება, განსაკუთრებით თუ ისინი არ იცავენ სათანადო ჰიგიენისა და მოვლის რეჟიმს.

ელექტრო სიგარეტების მავნე ზეგავლენა

🚬 ელექტრო-სიგარეტებისა და ვეიპების მავნე ეფექტს პირის ღრუში მათი
ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი — პროპილენგლიკოლი განაპირობებს.
ეს ნივთიერება გამოიყენება პოლიმერულ და საკვებ-გადამამუშავებელ წარმოებაში. მას მრავალი საკვები პროდუქტი შეიცავს — ტკბილეული, ნაყინი, დამატკბობლები…
🌬 აღსანიშნავია, რომ პროპილენგლიკოლი გამოიყენება საინჰალაციო საშუალებებში, როგორც მთავარი ინგრედიენტის გადამტანი საშუალება. იგივე პრინციპი მოქმედებს ნიკოტინის შემთხვევაში. ამიტომ იგი ვეიპების სითხის ერთერთი ძირითადი ინგრედიენტია. პირის ღრუში წვისას იგი იშლება და გამოყოფს ძმრის ალდეჰიდს, რძემჟავას და პროპიონალდეჰიდს, რომელიც ყველა ტოქსიკურია მინანქრისა და პირის ღრუს რბილი ქსოვილების მიმართ. ამასთან ერთად, პროპილენგლიკოლი ჰიგროსკოპული ნივთიერებაა ანუ ნერწყვიდან და ლორწოვანი გარსიდან იერთებს წყალს და მის გაუწყლოებას იწვევს. პირის ღრუს სიმშრალე ანუ ქსეროსტომია ხშირი მდგომარეობაა ელექტროსიგარეტებისა და ვეიპების მოხმარებისას და ცნობილი “დამნაშავეა” კარიესების, ღრძილების დაავადებისა და პირის ღრუს სხვა ნეგატიური ცვლილებების განვითარებაში. 
1 4 5 6 7 8 20