ჯანმრთელ ღრძილებს სისხლდენა არ ახასიათებს!
ჯანმრთელ ღრძილებს სისხლდენა არ ახასიათებს. ისეთი სახის გამღიზიანებელი, როგორიცაა მაგარი და უხეში საკვების ღეჭვა, კბილების გახეხვა და ფლოსის გამოყენება ღრძილებისთვის ბუნებრივია და მათ არ აზიანებს, რადგან ღრძილის ზედა ფენას სქელი, კერატინით მდიდარი შემაერთებელი ქსოვილი წარმოადგენს და იგი მჭიდროდ ეკვრის კბილის ფესვს.