სენსიკინი – პირის ღრუს სავლები

პირის ღრუს სავლები შემუშავებულია ყოველდღიური გამოყენებისთვის, კბილების ჰიპერგრძნობელობის (მომატებული მგრძნობელობა ცივზე, ცხელზე) შესამცირებლად. მასში შემავალი კალიუმის ნიტრატი – მოქმედებს ნერვის მგრძნობელობაზე, ნატრიუმის ფტორიდი – უზრუნველყოფს მინანქრის რემინერალიზაციას, ხურავს დენტალურ არხებს. პროვიტამინი B5 – აღადგენს და იცავს ღრძილებს, ვიტამინი E აცეტატი – ხელს უწყობს ქსოვილის რეგენერაციას.

შემადგენლობა:

  • კალიუმის ნიტრატი 5%
  • ნატრიუმის ფტორიდი 1450 ppm
  • პროვიტამინი B5
  • ვიტამინი E

გემო: პიტნის

მოცულობა: 250 მლ

ჩვენებები:

  • კბილის მგრძნობელობის შემცირება
  • პირის ღრუს ჰიგიენის შენარჩუნება მომატებული მგრძნობელობის დროს
  • კბილის კარიესის წარმოქმნის შემცირება
  • ჯანსაღი ღრძილების შენარჩუნება
  • არ შეიცავს აბრაზიულ ნივთიერებებს, იცავს და უვლის კბილის მინანქარს
  • სკეილინგი
  • ფესვთა გასადავება
  • გათეთრების, კბილის ქვის მოშორების,პაროდონტალურ მკურნალობამდე და შემდეგ

გამოყენების წესი:

  • გამოიყენება დღეში 2-ჯერ დილა-საღამოს 15მლ-ის ოდენობით (სითხე განუზავებლად) კინ სენსიტივის კბილის პასტით გამოხეხვის შემდეგ
  • სავლების გამოყენებიდან 30 წუთის განმავლობაში არაა სასურველი საკვების მიღება
  • გამოიყენება 6 წლის ასაკიდან

გაფრთხილება:

  • შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
  • არ გადაყლაპოთ
  • არ შეიცავს გლუტენს