0.25მლ მზა შპრიცი
გამოყენების ჩვენება:
- პაროდონტიტი (პაროდონტული ჯიბე)
- პერიიმპლანტიტი
- პერიიმპლანტური მუკოზიტი
მოხმარების წესი
- რბილი და მაგარი ნადების მექანიკური მოცილების შემდეგ, ჯიბე გაამშრალეთ ქაღალდის წკირით.
- CHLO-SITE გელის შეტანა პირდაპირ შპრიციდან იმ პაროდონტულ და პერიიმპლანტურ ჯიბეში, რომელიც საჭიროებს მკურნალობას.
- CHLO-SITE შეყვანა პათოლოგიურ ჯიბეში იწყება ჯიბის ფსკერიდან მის გარე კიდემდე. მომრგვალებულ წვეტიანი და ლატერალურ ნახვრეტიანი ნემსი აადვილებს გელის შეტანას და ხელს უშლის პათოლოგიურ პროცესში ჩართული პაროდონტიტის ქსოვილების ტრავმას და დაზიანებას.
- CHLO-SITE ხასიათდება გამოხატული პროლონგირებული მოქმედებით, აჩერებს ბაქტერიების რეკოლონიზაციას 15 დღის განმავლობაში, სრულად გაიწოვება 15-30 დღის განმავლობაში.
- თუ ჯიბის სიღრმე 6 მმ-ზე მეტია, სტომატოლოგის გადაწყვეტილებით, CHLO – SITE-ით მკურნალობის განმეორება შესაძლებელია 30-დღიანი ინტერვალის შემდეგ.
შემადგენლობა
ქსანტანის გელი 1,5% ქლორჰექსიდინით, მათ შორის:
– ქლორჰექსიდინ-დიგლუკონატი-0.5%
– ქლორჰექსიდინ-დიჰიდროქლორიდის 0%
შეფუთვაში შედის სპეციალური ბლაგვი ნემსი მწვერვალზე ლატერალური ნახვრეტით.