HybenX 0.1მლ მზა შპრიცი

გამოყენების ჩვენება:

  • კბილის ნადების მოცილება (ბაქტერიული ბიოაპკის დაშლა)
  • აფთოზური სტომატიტი (ნეკროზული პროცესები)
  • ქრონიკული პაროდონტიტი (პაროდონტული ჯიბე)
  • პერიიმპლანტიტი, მუკოზიტი
  • ენდოდონტიური მკურმალობა
  • პირის ღრუს ქირურგია (კომბინირებულ თერაპიაში)
  • ღრძილის დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა (კომბინირებულ თერაპიაში)

მოხმარების წესი:

  • HybenX® გამოიყენება ადგილობრივად (ღრძილის ქსოვილზე, პაროდონტულ ჯიბეში, ან კბილის არხში ენდოდონტური მკურნალობისას), შპრიცის მეშვეობით ან სხვა საშუალებით, რომელსაც აირჩევს სტომატოლოგი;
  • HybenX® გელის დატანება უნდა მოხდეს უშუალოდ დაზიანებულ ქსოვილზე;

–  პაროდონტული ჯიბის შემთხვევაში მკურნალობა უნდა დაიწყოს ყველაზე ღრმა ნაწილიდან და ზედმიწევნით მოხდეს მისი ირიგაცია უფრო ზედაპირულ ზონებში.

–  ძლიერად სისხლმდენ ადგილებზე სისხლდენის შეჩერების მიზნით გელი დაიტანება პირდაპირ სისხლდენის წყაროზე

–  გელი ეფექტურად გამოიყენება არხის გამოშრობის მიზნითაც, როცა ექსუდატის არსებობა ხელს უშლის არხის სრულფასოვან ობტურაციას.

  • ზედმეტი სითხე შეამცირებს HybenX® გელის ეფექტურობას. გამოიყენეთ ბამბა ან კომპრესირებული ჰაერი, რათა გააშროთ ქსოვილები პრეპარატის შეტანამდე.
  • HybenX® გელის დატანება უნდა მოხდეს საშუალოდ 10-დან 20 წამის განმავლობაში (60 წამი ენდოდონტიური მკურნალობისას)
  • HybenX® გელის გამოყენების შემდეგ პირის ღრუს ქსოვილები უნდა გასუფთავდეს გელის ნარჩენებისგან წყლის და ძლიერი გამწოვი სისტემის საშუალებით.

შემადგენლობა:

HybenX® – პირის ღრუს სადეკონტამინაციო საშუალება

Medical Device class 1

HybenX® შეიცავს გოგირდოვან ფენოლებსა და გოგირდის მჟავას, რომლებიც არიან ქსოვილოვანი დენატურანტები.

HybenX® არის გაუმჭვირვალე იისფერი, ნახევრად ბლანტი გელი