კალციუმის არხების ბლოკატორების გავლენა პირის ღრუზე
თუ არტერიული წნევის მარეგულირებელ პრეპარატს იღებთ, მისი გვერდითი ეფექტები შესაძლოა თქვენთვის ნაცნობია. ისეთი, როგორიცაა თავბრუსხვევა, გულისრევა, მაგრამ ასეთმა პრეპარატებმა პრობლემა პირის ღრუშიც შეიძლება გამოიწვიონ. ეს ეფექტი განსაკუთრებით ახასითებს ერთ ჯგუფს — კალციუმის არხების ბლოკატორებს. ისინი წნევას არეგულირებენ სისხლძარღვების გაფართოების ხარჯზე, რაც გულზე დატვირთვის შემცირებას უწყობს ხელს.
კონკრეტული გართულება, რაც პირის ღრუში შეიძლება გამოვლინდეს, არის ღრძილის ქსოვილის ჭარბი ზრდა და პირის სიმშრალე. პირველ შემთხვევაში, ტკივილის და დისკომფორტის გარდა, ღრძილის არანორმალური ფორმა და შეხედულება ფსიქოლოგიურ პრობლემასაც იწვევს. კბილების გახეხვა რთულდება, რადგან ჭარბი ქსოვილი კბილის გვირგვინის გარკვეულ ნაწილს გადაფარავს. ეს კი პაროდონტის დაავადების ინიცირებას იწვევს.
პირის სიმშრალეს ნერწყვის გამოყოფის შემცირება იწვევს. დისკომფორტთან ერთად იზრდება კარიესისა და პაროდონტის დაავადების რისკი: ნერწყვი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბაქტერიული ფონის ნორმაში შესანარჩუნებლად და მინანქრის მინერალებით გასამდიდრებლად. ნერწყვის არასაკმარისი რაოდენობა ვერ უზრუნველყოფს ამ ბალანსს, რასაც შედეგად ბაქტერიული პოპულაციის და ინფექციის რისკის ზრდა მოსდევს.
ამ გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებლად უნდა აცნობოთ სტომატოლოგს ან ექიმ-პაროდონტოლოგს თუ რომელ მედიკამენტს იღებთ. შესაბამისად, თქვენ შეგირჩევენ პირის ღრუს ჰიგიენის ინდივიდუალურ რეჟიმს, რაც მიზმად ისახავს ნადებთან ბრძოლას და პაროდონტის დაავადების პროფილაქტიკას.