ოჯახური ისტორიის მქონე პაროდონტის დაავადება განაჩენი არ არის!
ღრძილების დაავადების განვითარებაში ლომის წილი პირის ღრუს ჰიგიენას ეკუთვნის, მაგრამ არის შემთხვევები, როცა მიუხედავად კარგი ჰიგიენისა, მაინც ვითარდება პაროდონტის დაავადება. თუ თქვენი ოჯახის წევრებს — მშობლებს, ბებია-ბაბუას, თუნდაც ბიძას ან დეიდას აწუხებთ ღრძილებიდან სისხლდენა, შეშუპება და კბილების მორყევა, არსებობს გაზრდილი რისკი იმისა, რომ თქვენც გემუქრებათ ღრძილების დაავადება.