კბილის მორყევა-ნორმა თუ პათოლოგია?
ყველასთვის ცნობილია, რომ კბილების მორყევა სარძევე კბილების მოცვლის პროცესისთვისაა დამახასიათებელი მორყევა და შემდეგ კი მოცვლა ქმნის თავისუფალ სივრცეს მუდმივი კბილის ჩანასახის ამოსაჭრელად, რომელიც სარძევე კბილის ქვეშ მდებარეობს. თუმცა, მუდმივი კბილების მორყევა ნორმას არ წარმოადგენს და ყოველთვის გარკვეულ პათოლოგიას უკავშირდება. ყველაზე ხშირი მიზეზი პაროდონტის ქსოვილების დაზიანებაა ანთებითი პროცესის შედეგად, კერძოდ კი კბილის ირგვლივი ძვლისა და იოგის, რომელიც მას კბილის ფესვთან აკავშირებს. ამ მიმაგრების დარღვევის შემდეგ კბილი აღარ არის დაფიქსირებული კბილებუდეში და ძალის ზემოქმედების მიმართულებით გადანაცვლდება, რაც დამატებითი ტრავმაა პაროდონტის ქსოვილებისთვის, ანთების პარალელურად. სათანადო მკურნალობის გარეშე დროთა განმავლობაში ძვალი იმდენად იშლება, რომ შესაძლოა ფესვის მწვერვალიც კი გაშიშვლდეს. ასეთი კბილები ადვილად, განსაკუთრებული ძალდატანების გარეშე შეიძლება ამოვარდეს კბილბუდიდან, თუნდაც ღეჭვის დროს.
აღსანიშნავია, რომ რაც უფრო მეტია მორყევის ხარისხი, მით უფრო რთულია კბილის შენარჩუნება. ზოგ შემთხვევაში კბილის ექსტრაციის მხოლოდ ერთადერთი ალტერნატივა არსებობს კბილის სამუდამო შინირება ანუ დამაგრება მეზობელ კბილებზე. ხშირად კი ამის ჩატარებაც ვერ ხერხდება და კბილების ამოღება ხდება საჭირო. განსაკუთრებით, როდესაც რამოდენიმე მეზობლად მდგომი კბილია მორყეული.
ამიტომ პაროდონტის დაავადების პირველი ნიშნების გაჩენისთანავე (ღრძილებიდან სისხლდენა, შეშუპება, შეწითლება) დაუყოვნებლივ მიმართეთ პაროდონტოლოგს