✅ ორთონდონტიული მკურნალობის ჩატარების წინაპირობას წარმოადგენს ჯანმრთელი პაროდონტის ქსოვილები. პაროდონტის დაავადების არსებობა ართულებს ორთოდონტიული მკურნალობის პროცესს, რაც მკურნალობის ეფექტურობაზეც აისახება. შესაბამისად, ასეთი კომპლექსური შემთხვევების სამკურნალოდ აუცილებელია მულტიდისციპლინური მიდგომა — სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების ერთობლივი მუშაობა სასურველი შედეგის მისაღებად.

🔰 ორთოდონტიისწინა პაროდონტოლოგიური მკურნალობა პირველ რიგში მოიცავს გამომწვევი (ეტიოლოგიური) ფაქტორების მოშორებას — ნადები და ქვები, ოკლუზიური ტრავმა. პარალელურად აუცილებლად უნდა მოხდეს პაციენტის ინფორმირება პირის ღრუს ჰიგიენის აუცილებლობაზე პაროდონტის დაავადების პროგრესირების თავიდან ასაცილებლად ორთოდონტიული მკურნალობის პერიოდში და უნდა ჩაუტარდეს სწორი ინდივიდუალური ჰიგიენის ინსტრუქტაჟი.
🗓 ჩატარებული მკურნალობის შედეგად პაროდონტის ქსოვილების სტაბილური მდგომარეობა უნდა შენარჩუნდეს 3 თვის განმავლობაში მაინც, რომ დავრწმუნდეთ პაროდონტის დაავადების ნიშნების არარსებობაში. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია ორთოდონტიული მკურნალობის დაწყება.