პირის ღრუს სავლებები სტომატოლოგიაში გამოიყენება ანტიმიკრობული, ადგილობრივი ანთებისსაწინააღმდეგო, ანალგეტიკური ან კარიესის საწინააღმდეგო დანიშნულებით. ათწლეულების განმავლობაში მათი მთავარი ინგრედიენტი სპირტი იყო. თუმცა ამჟამად მას უკვე ანაცვლებენ უფრო ეფექტური და უსაფრთხო ბაქტერიოციდული ნივთიერებებით, რომლებსაც მოქმედების ფართო არეალი აქვთ და ღრძილების ანთების, ჰალითოზის, ნადების დაგროვების და კარიესის საწინააღმდეგო, ასევე მინანქრის აღმდგენი თვისებებით ხასიათდებიან.

ალბათ გაინტერესებთ რა ნივთიერებებს შეიძლება შეიცავდეს თქვენი კბილის პასტა.

💧ფტორი — კარიესის პრევენცია, მაღალი კონცენტრაციით ასევე ამცირებს ღრძილების ანთებას და კბილების მგრძნობელობას. წარმოადგენს საუკეთესო სარემინერალიზაციო საშუალებას.

💧ენზიმები: ლიზოციმი და ლაქტოპეროქსიდაზა — აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება და ამცირებს ქსეროსტომიას.
💧ქლორჰექსიდინის გლუკონატი — აქვს რბილი ნადების წარმოქმნის საწინააღმდეგო მოქმედება, რჩება პირის ღრუში და აგრძელებს მოქმედებას 12 საათის განმავლობაში.
💧ეთერზეთები — აქვთ სუსტად გამოხატული ანთებისსაწინააღმდეგო ან/და ბაქტერიოციდული მოქმედებაც, თუმცა უმეტესად გამოიყენება მადეზოდორირებელი ეფექტის გამო.
💧თუთიის ქლორიდი — მონაწილეობს რემინერალიზაციის პროცესში.