ღრძილების შეფერილობა ადამიანებში ინდივიდუალურია, ისევე როგორც კანის, მაგრამ ზოგ შემთხვევაში სხვადასხვა ფაქტორის ზეგავლენით შეიძლება შეიცვალოს ღია ვარდისფერიდან მუქ ყავისფერ ან შავამდეც კი.
ორგანიზმში პიგმენტ მელანინის არსებობა განსაზღვრავს ჩვენი კანის, თმისა და თვალის ფერადი გარსის შეფერილობას. მუქი ფერის ღრძილები ხშირად აქვთ ადამიანებს, ვის ორგანიზმშიც დიდი რაოდენობითაა მელანინი. ამიტომ, თუ ღრძილები ყოველთვის მუქი ფერის გქონდათ, არაფერია სანერვიულო. მაგრამ თუ მათი გამუქება შენიშნეთ, ეს შესაძლოა ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების შედეგი იყოს.

🔴 მოწევა ხშირად იწვევს ღრძილების მუქ შეფერილობას, რომელსაც “მწეველთა მელანოზს” უწოდებენ. ნიკოტინი მელანოციტების სტიმულაციას ახდენს, რომელიც ინტენსიურად იწყენებს მელანინის წარმოქმნას.

🔴 ამალგამის ტატუ ძირითადად ჩნდება ამალგამით დაბჟენილი კბილის მახლობლად. მისი გაჩენის მიზეზს წარმოადგენს ამალგამის შემადგენლობაში შემავალი მეტალების მოხვედრა ღრძილის ქსოვილში, ასევე ვერცხლის ჩანართები ან წკირების მოთავსება კბილის არხში შეიძლება გახდეს ღრძილზე ამალგამის ტატუს მსგავსი მუქი ლაქების გაჩენის მიზეზი.

🔴 მინოციკლინი, რომელიც აკნეს და ზოგიერთი ინფექციის (მაგ. ქლამიდია) სამკურნალოდ გამოიყენება, ზოგჯერ იწვევს ქსოვილების დისკოლორიტს ან პიგმენტაციას.
🔴 ადისონის დაავადება, რომელიც თირკმელზედა ჯირკვლებს აზიანებს, ასევე იწვევს ჰიპერპიგმენტაციას, რაც შეიძლება ტუჩებისა და ღრძილების შეფერილობის გამუქებით გამოვლინდეს.
🔴 პოიც-ჯეგერსის სინდრომი გენეტიკური დაავადებაა და ახასიათებს მუქი ლურჯი ან მუქი ყავისფერი პიგმენტური ლაქების გაჩენა კანზე, ტუჩებსა და პირის ღრუს ლორწოვანზე.