რა დროს მივმართოთ პაროდონტოლოგს?
როგორც წესი, პირის ღრუში რაიმე პრობლემის არსებობის შემთხვევაში ზოგად სტომატოლოგს ან სტომატოლოგ-თერაპევტს მიმართავენ ხოლმე. მას შესაძლოა პროფილაქტიკური ჰიგიენური პროცედურების ჩატარების დიდი გამოცდილება ჰქონდეს, რაც კბილის ღრძილზედა ზონის სკეილინგსა და კბილების პოლირებას მოიცავს. მაგრამ შორსწასული პაროდონტის დაავადების შემთხვევაში, სადაც უკვე პაროდონტული ჯიბეებია ჩამოყალიბებული, აუცილებელია უფრო რთული პროცედურები, მათ შორის ხშირად ქირურგიული, რომელიც პაროდონტოლოგმა უნდა შეასრულოს. ასეთი პაციენტი ზოგადი ან თერაპევტ-სტომატოლოგისგან გადამისამართდება სპეციალისტთან, კერძოდ პაროდონტოლოგთან.
რათქმაუნდა, თქვენ თავადაც შეგიძლიათ მიმართოთ პაროდონტოლოგს გადამისამართების გარეშე, თუ თვლით, რომ ღრძილებთან დაკავშირებული პრობლემა გაქვთ. ამისათვის საჭიროა პირდაპირ ჩაეწეროთ მიღებაზე. კონსულტაციაზე ჩაგიტარდებათ გამოკვლევა პაროდოტნოლოგიური სტატუსის განსასაზღვრად, შედგება ინდივიდუალური პაროდონტოლგიური რუკა და მკურნალობის გეგმა.
ზოგჯერ საჭირო ხდება დამატებითი გამოკვლევების დანიშვნა, თუ პაროდონტის დაავადება რომელიმე ზოგადი დაავადების ფონზე მიმდინარეობს, ან შესაბამის სპეციალისტთან კონსულტაცია პარალელურად. ასეთი რამ ხშირად ხდება, რადგან ბევრი სისტემური დაავადება ასახვას ჰპოვებს პაროდონტის ქსოვილზე. ამიტომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ გაწუხებთ პაროდონტის დაავადების სიმპტომები, თუმცა ამავდროულად გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, გულსისხძარღვთა, აუტოიმუნური ან რომელიმე სხვა სისტემური დაავადება, რეკომედებულია კონსულტაცია პაროდონტოლოგთან.